მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა

0

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაიყვანეს.

აქცია 19:00 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციას გმობენ.

აქციის მიმდინარეობისას ინციდენტიც მოხდა – ერთ–ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოქალაქემ ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი