ზაზა გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაცია „People in need”-ის წარმომადგენელს შეხვდა

0

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ საერთაშორისო ორგანიზაცია “People in need” საქართველოს პროგრამების მენეჯერთან, ნანა ყურაშვილთან შეხვედრა გამართა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ქართველმა წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შეეხო, როგორიც მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ადგილობრივი არასამთავრობო ორანიზაციების გაძლიერებაა.

„People  in need” საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე, საქართველოს რეგიონებში. აღსანიშნავია მათი მხარდაჭერით განხორცილებული რამდენიმე წარმატებული სოციალური პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებმა საკუთარ პროგრამულ ბიუჯეტშიც ჩასვეს და რომელსაც რეგულარულად ახორციელებენ. ეს ეხება მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, დევნილების მხარდაჭერას და ა.შ.”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისი შეფასებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის ეს ორგანიზაცია სასარგებლო პარტნიორი იმ ამოცანების სრულყოფის თუ გამოწვევების  გადაჭრის საქმეში იქნება, რომელიც რეგიონებს აქვს.

„კომიტეტი განსაზღვრავს პოლიტიკას რეგიონებისა და თვითმმართველობის მიმართულებით. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობა იმ სუბიექტებთან, რომლებიც კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მაღალი კომპეტენციის პირობებში, ხელისუფლების პარტნიორები იქნებიან გამოწვევების დაძლევის პროცესში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი გააღრმავებს თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან, რომელსაც დონაციის და შემოწირულობების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი