ლონდა თოლორაია: შსს არის სრულ მზადყოფნაში, რათა დაიცვას ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება

0

„დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ადგილზეა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება“, – ამის შესახებ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

თოლორაიას თქმით, მობილიზებულია პოლიცია, იმისთვის რომ უზრუნველყოს ყველა იმ პირის უსაფრთხოება, რომელიც აქციაზე გამოცხადდება.
„ ჩვენ გვქონდა ინტენსიური და ხშირი მოლაპარაკებები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც აორგანიზებდნენ დღევანდელ აქციას. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აღნიშნულ აქციაში ჩართვაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სრულ მზადყოფნაში, რათა დაიცვას ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გუშინ გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განცხადება, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ორგანიზატორთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უარი თქვა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობაზე ჩაანაცვლეს ეს აქცია სხვა ღონისძიებებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებების გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარებულია და ყველა ღონისძიებამ ჩაიარა ექსცესების გარეშე.
დიახ, დღეს გამოცხადებული პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ ამ პირების უსაფრთხოება იქნეს დაცული.
რაც შეეხება დღის განმავლობაში ღონისძიებებსა და აქციებზე ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციულად, ნაწილი პირები გადაყვანილი არიან გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“,-განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი