მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ გაჩერებულია

0

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დროებით დაიხურა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის გაიხსნება მეტროსადგური.

მათივე ცნობით, დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

კომენტარები

კომენტარი