87-ე სკოლის მოსწავლე გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს საკანცელარიო ნივთით დაზიანება მიაყენა

თბილისში 87-ე სკოლის მოსწავლე გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს საკანცელარიო ნივთით დაზიანება მიაყენა.

ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-8 და მე-9 კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მერვეკლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც “კვირას” ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მოზარდები სასწრაფომ მათს კლინიკაში მიიყვანა. მათივე ინფორმაციით, ორივეს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი სახლში გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები