ზაზა გაბუნია: წყალმომარაგების გაუმჯობესების თვალსაზრისით, თვისობრივი პროგრესი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში წყალმომარაგების გაუმჯობესების თვალსაზრისით, თვისობრივი პროგრესია.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობისა და დონორების თანადაფინანსებით, მიმდინარე და დასრულებული პროექტების გათვალისწინებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი წყალმომარაგების გაუმჯობესებულ სისტემას მიიღებს.
“უკვე განხორციელებულია 100-ზე მეტი პროექტი და შედეგად 200 ათასამდე ადამიანი უკვე იღებს წყალს გაუმჯბესებული სისტემით, ახლა მიმდინარეობს ათობით პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ 300 ათასამდე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა გაუმჯობესებული სისტემით მიიღოს წყალი“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ხელისუფლებამ სრულიად სამართლიანად დასახა, როგორც პრიოტიტეტული პოლიტიკა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ მთავრობის ძალისხმევის შედეგებს ამ საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები