ქართული დელეგაცია ბილბაოში ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -CEMR კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ქართული დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -CEMR კონფერენციაში – “თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა” მიიღებს მონაწილეობას.
ათკაციან შემადგენლობას, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს, ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქი ბილბაო 11-13 ივნისს უმასპინძლებს.
,,ათეას“ ვიცე-პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეების წინაშე გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგება.
დელეგაციის შემადგენლობა, ასევე რამდენიმე შეხვედრას დაესწრება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა თემების განხილვის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
სამდღიანი კონფერენცია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები