ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობისას რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, რამდენიმე პირი დააკავეს.

შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა” და „ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის” 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები