პატრიარქი: ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები

“ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეზე ისაუბრა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი.
სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ, – „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულისა“, დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის.

დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე. ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მან დღესვე, სამებაში რამდენიმე სასულიერო პირს დაჯილდოება მიულოცა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და გავხდეთ მკვიდრი სასუფეველის“, – თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები