მეუფე შიო: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, ვინც ნარკოდამოკიდებულია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს უნდა ვუმკურნალოთ და დავეხმაროთ.
ხოლო რაც შეეხება ნარკორეალიზაციას, მისივე თქმით, ეს პირველ რიგში ოჯახს ანგრევს და ტრაგედიას ქმნის. “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. რეალიზაციაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის. ამიტომ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები