რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან, ოჯახის სიწმინდისა და დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა დაიწყო. საპატრიარქოს ცნობით, იქ სვეტიცხოვლიდან მობრძანებულ ხატებს დახვდნენ და რუსთაველის გამზირის გავლით, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ მიემართებიან, სადაც 300-მდე ოჯახი დაილოცება, რომელთაც ექვს-ექვსი შვილი ჰყავთ.

როგორც უკვე გაცხადდა, ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ჯვარს იწერს 400-მდე წყვილიც, რომელთაც ოჯახი ადრე აქვთ შექმნილი, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ. ასეთ მეუღლეთა ჯვრისწერები წელიწადია მიმდინარეობს და ამაღლების ზეიმზეც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს, 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები