დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, ქავთარაძის, გოძიაშვილის, გელოვანის, მაჭავარიანის, თოფურიძის, ემხვარის, აისის, ეგრისის, ჩაჩავას, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების მცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ნანეიშვილის, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის, ჩიქვანაიას, მანაგაძის, ბიჭვინთის, რევოლუციის, სკოლის, ზაჰესის, ჭრებალოს, ულიანოვის, სარაჯიშვილის, უწერის და გაგრის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, ცინცაძის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, დავითაშვილის, ამილახვარის, მაისურაძის და დამენიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ნიკოლაძის, ქიაჩელის და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – ნათქვამია კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები