„ქართულმა მარშმა“ ხვალისთვის დაგეგმილი აქციები გააუქმა – რას აცხადებს სანდრო ბრეგაძე

„ქართულმა მარშმა“ ხვალისთვის დაგეგმილი აქციები გააუქმა – ინფორმაცია „კვირას“„ქართული მარშის“ ერთ -ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დაუდასტურა.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, აქციების გაუქმების გადაწყვეტილება „ქართული მარშის“ წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ლგბტ აქტივისტებმა ხვალისთვის დაგეგმილი მანიფესტაციის გამართვა გადაიფიქრეს.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ თუ ხვალისთვის დაგეგმილ აქციას არ გამართავდნენ, ჩვენც უარს ვიტყოდით აქციებზე. „ქართული მარშის“ წევრებს არ გვსურს არეულობა და დესტაბილიზაცია, თუმცა როგორც გავიგე გარკვეული პოლიტიკური ძალების კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი იყო, რომ დაპირისპირება მომხდარიყო. ჩვენ ხვალ საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობას შევუერთდებით“, –განუცხადა „კვირას“ სანდრო ბრეგაძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქციას არ გამართავს.ორგანიზატორების განმარტებით, 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და ფაშისტურ დაჯგუფებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები