ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში, გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვედრაში საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია მონაწილეობდნენ.

საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გენდერული თვალსაზრისით დგას და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე, მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის თქმით, გენდერული საბჭო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განვითარებაზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება და მათი მოსაზრებები. დღეს ვესტუმრეთ ისნის რაიონს, რათა ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაგვეცნო გენდერული საკითხები, მისი პრიორიტეტები, აქტუალური პრობლემები, ასევე მოვისმინეთ მათი შეხედულებები და ერთად განვიხილეთ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები“ – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრას ისნის რაიონში არსებული სკოლებისა და ბაღების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები და მრავალშვილიანი დედები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები