გოგა ხაინდრავა: 12 მაისს სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია

რეჟისორი გოგა ხაინდრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებს აფასებს და ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისი განცხადება ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მიმართვა იყო ასეთი – დატოვეთ ნარკოტიკი და გაბრძანდით გარეთ, არავინ თქვენ ხელს არ გახლებთ. ბუნებრივია, ეს იყო დისკომფორტი, იქ იყო ადამიანების გარკვეული კატეგორია, ვისაც ჯიბეში არ ედო ნარკოტიკული საშუალებები და არც მიღებული ჰქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ძალიან მცირე რაოდენობა იყო. ძალადობა დაიწყო გარეთ, მას შემდეგ, რაც ყველამ დატოვა ნარკოტიკი, თავი სამშვიდობოს დაიგულეს, ჯიბეში „ფაქტები“ აღარ ჰქონდათ, იქ უცებ გახდნენ ძალიან „შემყვანები“. განსაკუთრებით, სავალალო საყურებელი იყო გოგოების მდგომარეობა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი არ იყვნენ ნორმალურ მდგომარეობაში. რატომ შევიდა სპეცრაზმი? მე ვერ წარმომიდგენია, რომ იქ საპატრულო პოლიცია შესულიყო. რაც მერე გარეთ მოხდა, ის მოხდებოდა შიგნით და შედეგი ბევრად უარესი იქნებოდა. ერთადერთი, რაც შეიქმს სიყვარულს, არის შიში და შეიარაღებული სპეცრაზმი რომ დაინახეს, ყველამ იფიქრა, სჯობს გავეცალოთ აქაურობას, ვიდრე მათთან შეხლა-შემოხლა დავიწყოთო. გარეთ სპეცრაზმი აღარ იყო, გარეთ იყო ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია… გუშინწინდელმა დღემ გამიჩინა იმედი, რომ იქნებ დადგეს დრო, როდესაც ეს ცალკეული შემთხვევა კი არ იქნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ პოლიციის მხრიდან, არამედ პოლიცია ყოველთვის ასე იმოქმედებს. ძალიან ბევრი მიმოგზაურია, სხვადასხვა ქვეყანაში მიცხოვრია და მინდა გითხრათ, რომ იმის მეასედი რომ გაუბედო პარიზში პოლიციელს, სიცოცხლეს წაგართმევენ პირდაპირ ადგილზე, აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, სადაც პოლიციელისთვის ხმამაღლა პასუხი არის ძალიან სახიფათო და უამრავი დოკუმენტი, კინოები გვაქვს ამაზე ნანახი“ – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები