საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისს ესტუმრნენ. საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება –  შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს ტენდერში მონაწილეობა მიიღონ. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები