სოფიო კილაძე: კახა კალაძის ინიციატივები ადამიანზე და მისთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული

“თბილისის მერის ინიციატივები ე.წ. უკანონოდ დასახლებული ოჯახებისთვის საკუთრების დაკანონებასა და ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია საკუთრების უფლების უზრუნველყოფისა და ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის საქმეში. ის ათასობით ადამიანისთვის გადაჭრის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემას”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ათიათასობით ოჯახი იდგა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების პრობლემის წინაშე.

“ამ ინიციატივების საფუძველზე ბევრ მათგანს ექნება რეალური შანსი, რომ დაიკანონოს ის საცხოვრებელი, სადაც ის შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ იღებდა საკუთრებაში. ასევე, ათასობით ოჯახი დაზარალდა ბინათმშენებლობის კოოპერატივების გამო. სახელმწიფო წლების განმავლობაში აღიარებდა მათ უფლებას, მიეღოთ საკუთრება, მაგრამ რეალურად ეს უფლება რჩებოდა მხოლოდ ქაღალდზე.

კახა კალაძის ეს ინიციატივები სწორედ ადამიანზე, მისთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მნიშვნელოვნად აძლიერებს”,- აღნიშნა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები