თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა ხვალ გაიხსნება

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა ხვალ, 17 მაისს, 18:00 საათზე, გაიხსნება. ბაზრობა 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათ გალერეასა და ორმოც დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. გალერეების სექციაში “თი-ბი-სი” არტ-გალერეა გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.

პროგრამა: გალერეების სექცია: 17-20 მაისი, მე-11 პავილიონი.  სახელოსნო Hive: 17-20 მაისი, მე-5 პავილიონი

TAF გამოფენები:

  1. „ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში.” 17-20 მაისი, მე-6 პავილიონი
  2. „ომი დროებით შეჩერებულია.” 17-20 მაისი, მე-9 პავილიონი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე და „ექსპო ჯორჯიას” სალაროებში. ფასი: 10 ლარი.

ბაზრობის სამუშაო საათები:

  • 17 მაისი 18:00-19:00
  • 18 მაისი 12:00-19:30
  • 19 მაისი 12:00-19:30
  • 20 მაისი 12:00-18:00

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია “თი-ბი-სი” სტატუსი.

მისამართი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია”, მეთერთმეტე პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები