ილია წულაია: კახა კალაძის ინიციატივა თბილისისთვის უპრეცედენტოა

“კახა კალაძის ინიციატივა ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან დაკავშირებით უპრეცედენტოა ქალაქისთვის”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ განაცხადა.

“აღნიშნული ინიციატივით 3000-მდე ოჯახი, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ ბინების მიღებას, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ხელისუფლების დროს, არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს. ეს ვერ შეძლო თბილისის ვერცერთმა ყოფილმა მერმა. დღეს კი ეს რეალობაა და უახლოეს პერიოდში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მე, როგორც თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს ამ უაღრესად საჭირბოროტო ინიციატივისთვის და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში”,- აღნიშნა წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები