წილკანში „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა. მინდვრის დღეები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს.
მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის და ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, აღდგენილი ჯიშები და მიმდინარე პროექტები გააცნეს.
ღონისძიების ფარგლებში, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახურმა შვრიის ახალი ჯიში „არგო“, ასევე, სიმინდის, ხორბლის და ჭვავის აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები წარმოადგინა.
“დამაკმაყოფილებლად მივიჩნევთ პროექტების საცდელი მეთოდების დაგეგმისა და მათი მიმდინარეობის მდგომარეობას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა გამორჩეული ჯიშების ელიტური მეთესლეობის სამუშაოების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალება იქნება ფერმერებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობის საქმეში“, – აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.
ღონისძიების სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მშენებარე მეაბრეშუმეობის სადგური დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები