კახა კალაძე: მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ კომპანიებს, სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 715 საპარკინგე ადგილის მოსაწყობად, ტერიტორიები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაიცემა. მან ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტის განსახორციელებლად მათი აქტიურობაა საჭირო.
„მინდა შევეხო მიწისქვეშა პარკირების საკითხს. ჩვენ 3 ლოკაციაზე – გეგეშიძის ბაღთან, რკინიგზის სადგურთან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. მინდა მივმართო ბიზნეს-სექტორს, ყველა დაინტერესებულ პირს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იქნეს განხორციელებული. ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავცემთ ამ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი ამ სამი ლოკაციით და დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები