თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გელოვანის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, ანა კალანდაძის, შარტავას, ბროლოსანის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ოჟიოს, მიროტაძის და აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის და პაოლო იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, აწყურის, კახეთის და შირაქის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები