მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის რეგიონული სასწავლო ტური დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისათვის რეგიონული სასწავლო ტური დაიწყო. ტურის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსმა და პროგრამის მენეჯერმა მასწავლებლებს მასპინძელი სკოლები წარუდგინეს და სასწავლო ტურის ამოცანები გააცნეს.
სასწავლო ტური მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ცოდნისა და უნარების განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს რეგიონების სპეციალურ მასწავლებლებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებსა და ფსიქოლოგებს გაიზიარონ და შეისწავლონ ინკლუზიური განათლების მიმართულებით თბილისის ყველაზე წარმატებული სკოლების პრაქტიკა და გამოცდილება.
რეგიონული სასწავლო ტურის ფარგლებში მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაეცნობიან სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტიან სტრატეგიებს ასევე, დააკვირდებიან, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისათვის რეგიონული სასწავლო ტურის განხორციელება 2016 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები