“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით, CIGRE-ს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა.
კომიტეტში სსე-ს, ენერგოტრანსისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაწევრიანდნენ.
ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. ასევე, ორგანიზაცია არის ამ სექტორში მიმდინარე პროგრესისა თუ არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი და შემფასებელი.
CIGRE-ს საქართველოს ეროვნული კომიტეტი მის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, გაწევრიანდნენ ორგანიზაციაში არსებულ კვლევით კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც იკვლევენ ელექტროენერგეტიკის დარგის 16 მიმართულებას, შესაბამისი დასკვნებიდან გამომდინარე, აყალიბებენ სტანდარტებს და სახავენ დარგის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შეფასების პროცესში და იმყოფებოდეს მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები