თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აფაქიძის, ალექსიძის, კვერნაძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 13:00 საათამდე – დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე – ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის I შესახვევის, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 15:00 საათამდე – აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე კი – უზნაძის ქუჩას.
გარდა ამისა, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, ვაჟა ბანეთიშვილის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, მერაბ კოსტავას, ფიროსმანის, ახვლედიანის, აბზიანიძის, პეტრიწის და ამირანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 10:00-დან 18:00 საათამდე – რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სადგურის, ვაგზლის, ნიშნიანიძის, გორგასლის (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 13:30-დან 16:00 – გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ჩიხის მცხოვრებლებს, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რესპუბლიკის მოედნის მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
 
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები