დავით მათიკაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად გიორგი გახარიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მადლობას უხდის. მისი თქმით, რთული პოლიტიკური პროცესების მართვა, დემოკრატიული მმართველობის პირობებში საკმაოდ ძნელია.

“რთული პოლიტიკური პროცესების მართვა, დემოკრატიული მმართველობის პირობებში საკმაოდ ძნელია. სწორედ ასეთი რთული ამოცანის ამოსახსნელად ქვეყნის ხელისუფლებამ ფილიგრანულად იმოქმედა და შეძლო ოქროს შუალედის დაცვა, ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ინტერესის განხორციელების თვალსაზრისით. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს გიორგი გახარიას”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები