საქართველოს პარლამენტში პროექტის “საჯარო გამოსვლები“ ფინალური ტური გაიმართა

საქართველოს პარლამენტში პროექტის “საჯარო გამოსვლები“ ფინალური ტური გაიმართა. ორგანიზაციამ ETD-ითიდი, პროექტის  გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტის ფარგლებში დასაჩუქრდა ფინალში გადასული 10 მონაწილე, განსაკუთრებული პრიზები გადაეცა პირველ სამ ადგილზე გასულ მომხსენებლებს, ხოლო საუკეთესო სპიკერს ორგანიზაციამ AIESEC-თან თანამშრომლობით საზღვარგარეთ საგანმანათლებლო ტური დაუფინანსა.

პროექტის ორგანიზატორია ორგანიზაცია ETD – ითიდი, რომელიც  აქტიურად საქმიანობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაასაგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების შემუშავება დაგანხორციელება. ტრენინგების, საჯარო გამოსვლების, დებატების, კონფერენციების, დისკუსიების, მასტერკლასების, ფორუმების ჩატარება.ბანაკების, საზაფხულო სკოლების, გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ვიზიტების მოწყობა. სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობოორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

ორგანიზაციამ ჩაატარა პირველი პროექტი, „საჯარო გამოსვლები“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს, ეფექტური საჯარო გამოსვლებისხელოვნებაზე ტრეინინგები  ჩაუტარდათ.

მონაწილეებმა პირველი ტურისთვის წარადგინეს ისეთი თემები, როგორიცაა:  21-ე საუკუნის გამოწვევები, გლობალიზაცია, ორგანოებითვაჭრობა, საქართველო ევროკავშირში/ევროკავშირის გარეშე, რასიზმის თანამედროვე გამოწვევები, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი,მიგრანტთა კრიზისი.

ორგანიზაცია ETD – ითიდი  პოპულარიზაციას, უწევს  არაფორმალურ განათლებას,  ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურ თანამონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები