“გუშინდელი ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მთავრობის გუნდი ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტით”

“გუშინდელი ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მთავრობის გუნდი ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხელმძღვანელობას იმ უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ ბოლო დღეების განმავლობაში გამოიჩინეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა თბილისში. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნებით თავის გადაწყვეტილებებში და ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში გუშინ საღამოს. ამავე დროს,  მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის მთავარი მონაპოვარია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ ამ პრინციპების ერთგული ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის უმაღლესი  პრიორიტეტი არის მოქალაქეების სიცოცხლისთვის ბრძოლა და მათი უსაფრთხოების დაცვა,”  –  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები