ბექა წიქარიშვილი: ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს

ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება, – აღნიშნული განცხადება “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო გარკვეული კომპრომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურით მოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“, – აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები