გიორგი ტყემალაძე სემინარში „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იღებს მონაწილეობას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე სემინარში „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ მონაწილეობს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით იმართება.

სემინარის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართეს.

გიორგი ტყემალაძის თქმით, დასავლურ სამყაროსთან კავშირის აღსადგენად საქართველომ გრძელი და ურთულესი გზა გამოიარა.

„დღეს, უკვე ძალიან ახლოს ვართ ნატოსა და ევროკავშირთან, რისი დასტურიც გახლავთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა და როგორც ქვეყნის ხელისუფლება, ასევე დედაქალაქის მმართველობა ძალ-ღონეს არ იშურებს დასავლური ღირებულებების განსამტკიცებლად ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ისტორია, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებით საზრდოობს და მხოლოდ ამ გზაზე შეიძლება გახდეს წარმატებული და ძლიერი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში მიმდინარეობს. „ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები