ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

„თეთრი ხმაურის“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ყველა ვხვდებით რომ საკამოდ კრიზისული მდგომარეობაა. ყველა ჩვენს მოთხოვნაზე ახლა მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ რაღაც პერიოდის განმავლობაში, იქნებ შევაინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი. მივალ, დავბრუნდები, შემდეგ მოვალ და გეტყვით რაზე, როგორ და რანაირად შედგება ჩვენი საუბარი“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა, რომელიც იმ შეხვედრიდან გამოვიდა, სადაც აქციის ორგანიზატორებს შს მინისტრი გიორგი გახარია ხვდება.

მას შემდეგ რაც ბექა წიაქრიშვილმა აღნიშნული სიტყვის აქციის მონაწილეებს მიმართა, კვლავ გიორგი გახარიასთან, პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები