გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე, „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდა.

მინისტრის ესკორტი ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განცხადა, რომ მზად იყო აქციის ორგანიზატორების შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა და აქციაზე თავად მისულიყო.

„მე მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად იმ ტერიტორიაზე, თუ საჭირო იქნება, დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ პასუხი. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომელიც შეკრებილია რუსთაველის გამზირზე და ვთხოვო, რომ მისცენ პოლიციას უფლება შეასრულოს თავისი უფელბამოსილება რაც გამოხატება თანამოქალაქის უსაფრთხოების დაცვაში. იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ დაგიგროვდათ, თუნდაც პარასკევის ღონისძიებაზე, ან სხვა შეკითხვები, დაახლოებით იგივე თემები, რომელიც არის ნარკოპოლიტიკა და ა.შ. მე მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ და გავცე ყველა ამ შეკითხვას პასუხი ღიად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ რომ რუსთაველის გაზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან ერთად, პარალელურად კონტრაქციაც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციას და სიტუაციას აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები