„ვცეკვავდი დიახ, იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ“

“დღეს დილას, თვალი გავახილე თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას, იმის გამო, რომ გუშინ ვცეკვავდი თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა სუბელიანმა განაცხადა.

„ვცეკვავდი დიახ, იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმდენად სუფთა გულით და სუფთა ემოციით გავაკეთე ეს. მეგობრებო, თქვენ მოგიწოდებთ, ვინც ამ მონუმენტთან დგახართ, დაფიქრდით, იქნებ სხვაგვარად შევხედოთ ამ ყველაფერს, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, რატომ ხედავთ ყველანაირ ქმედებაში მხოლოდ სიბინძურეს? არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ვდგავართ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია 9 აპრილის ბრძოლა. ჩემი თანამოქალაქეები მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ, იბრძოდნენ იმისთვის, რომ გვქონოდა ქვეყანა, დღეს როგორიც გვაქვს და კიდევ უფრო უკეთესი გვქონოდა. სწორედ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვიშლით ხელს”,- განაცხადა ანა სუბელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები