„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტის შენობასთან ასევე, მიმდინარეობს კონტრაქცია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები არიან „ქართული მარშის“ წევრები და მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ 9 აპრილის მემორიალს იცავენ.

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლებენ. გაბედავას თქმით, მემორიალს დაიცავენ, რათა არ განმეორდეს გუშინდელი ფაქტი, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე 9 აპრილის მემორიალზე ავიდა და ცეკვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები