რუსთაველის გამზირზე შელაპარაკება მოხდა

9 აპრილის მემორიალთან რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ . მათ 9 აპრილს გარდაცვლილთა პატივსაცემად, ყვავილები მიტანეს და სანთლები აანთეს. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმაც შეამკეს. მათი თქმით, გუშინდელი განცხადებები, რომ მათ მემორიალზე იცეკვეს და ამით შეურაცხყვეს მემორიალი, სიმართლეს არ შეესაბამება.

თუმცა მანამდე ტერიტორიაზე მცირე შელაპარაკება მოხდა. მოქალაქეები აქციის მონაწილეებს საშუალებას არ აძლევდნენ, რომ მათ ყვავილები მემორიალთან დაელაგებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები