ბექა წიქარიშვილი: ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას ვწყვეტთ ​

„სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად, საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა რუსთაველის გამზირზე განუცხადა.

როგორც წიქარიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. ​

„სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად, საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით ფეისბუქით გავავრცელებთ“,- აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები