რუსთაველზე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ

გუშინ კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ მთავრობასთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქცია მოძრაობა “თეთრი ხმაურის” ორგანიზებით მოეწყო.
შეგახსენებთ, გუშინ აღნიშნულ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი კლუბ “გალერის” დაცვის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები