სოფიო ქაცარავა შვედეთის პარლამენტის დეპუტატს, ფრედრიკ ერიქსონს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა შვედეთის რიგსდაგის წევრს, ოპოზიციური პარტიის  „შვედი დემოკრატების“ წარმომადგენელს, ფრედრიკ ერიქსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო შვედეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული მჭიდრო კავშირები მიმოიხილეს.

სოფიო ქაცარავა, სტუმარს, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ღირებულება დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცება და ჩამოყალიბებაა.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებიც განიხილეს. ფრედრიკ ერიკსონმაქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის და საგარეო კურსის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების მკაფიო ხედვა და არჩევანი საგარეო კურსის მიმართ ევროატლანტიკურ პერსპექტივას გულისხმობს და საერთაშორისოდ მხარდაჭერილია”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდგომ.

საუბარი საქართველოში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას შეეხო და აღინიშნა, რომ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს  სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც დეოკუპაციისა და  ქვეყნის გამთლიანებისკენაა მიმართული.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია მოქალაქეების უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა  და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება,“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის კავშირების გამყარების თვალსაზრისით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზეც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ  შვედეთ-საქართველოს ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი, რაც ინტენსიური საპარლამენტო თანამშრომლობითაც გამოიხატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები