„წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივები, ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს“

ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი, კობა ლურსმანაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომელთაც მხარს მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები უჭერენ, ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს.

„პრემიერ-მინისტრს აქვს გამორჩეული და თანმიმდევრული პოლიტიკა წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, 24-საათიანი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭიათურისა და ურეკის წყალმომარაგების ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვანია უკვე  განხორციელებული ის პროექტებიც, რომლებიც  როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ მხრივ, ჩემთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, როგორც ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები, რომელთა წყალობითაც ასობით ოჯახს მოეხსნა მრავალწლიანი პრობლემა  და მიიღო წყალმომარაგების გამართული, 24-საათიანი სისტემა და ხარისხიანი წყალი“, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები