თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის – საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის – საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობების სხვადასხვა საკითხები.
ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეზოლუცია, რომელზეც ევროპარლამენტი მუშაობს და რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავს შეეხება.
ევროპარლამენტარებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ.
„დღეს მორიგი, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტარებთან. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებს წარმოადგენენ, კერძოდ: სოციალისტებს, ევროპის სახალხო პარტიას და მწვანეებს. ჩვენი სტუმრები ევროპარლამენტის – საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან. ისინი ძალიან გვეხმარებიან ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული თემების წინსვლაში, მათ შორის, რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელზეც ევროპარლამენტი მუშაობს და რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავს შეეხება. რამდენადაც მე მაქვს მოლოდინი, ივლისამდე ევროპარლამენტის მხრიდან მიღებული უნდა იქნას ეს რეზოლუცია, რომელშიც დაფიქსირებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ასევე, იქნება მნიშვნელოვანი გზავნილები.“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები