დიდუბეში ხანძარს 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულთა შორის ბავშვია

თბილისში, დიდუბეში გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცეცხლი, წუხელ გვიან ღამით, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია ორმა ქალბატონმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო. დაშავებულები გადაყვანილები არიან სტაციონარში.
სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო, განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. თუმცა, ერთი საათის შემდეგ, ადგილობრივები საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.
ხანძრის შედეგად 60-70 კვ.მ ფართობი დაიწვა.
ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები