ისნის რაიონში გამწვანების აქცია „მწვანე სივრცე სიცოცხლისთვის“ ჩატარდა

პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით ვაზისუბანში მოეწყო აქცია „მწვანე სივრცე სიცოცხლისთვის“.
აქციის ფარგლებში დეპუტატებმა და ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 50 ძირი კიპარისი დარგეს.
ირაკლი აბუსერიძის განცხადებით მათი მიზანი ქალაქის ეტაპობრივი გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესებაა.
„გარემოსდაცვითი სტრატეგია ქალაქის მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ჩვენი მიზანი ქალაქის ეტაპობრივი გამწვანება, ეკოსისტემის დაცვა და გაუმჯობესებაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას შევუქმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო. დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ ეს არის – მეტი სუფთა ჰაერი ქალაქს“,- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები