ირაკლი კოვზანაძე: მეამაყება, რომ ბოლო დროს განხორციელებულ ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს მეც ჩავუყარე საფუძველი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე თვითმფრინავების ნაწილების საწარმოს, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნა,  ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ  პროექტად მიიჩნევს.

„ეს ამიერკავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმო ნაწილებით მოამარაგებს მსოფლიო -გიგანტებს – Boeing-ს, Airbus-ს, Bombardier-ს… მიხარია და თან მეამაყება, რომ სამი წლის წინ, გაზაფხულზე, ქარხნის საძირკვლის ჩაყრაში უშუალო მონაწილეობას ვიღებდი, როგორც „საპარტნიორო ფონდის” თავმჯდომარე“, – განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ქარხნის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდა.

თუმცა, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ვიდრე პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაწყდებოდა, ისრაელელ ინვესტორებთან 2-წლიანი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა.

მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის შედეგად კი საქართველოს ეკონომიკამ 93 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო,  60 მილიონი დოლარით გაიზრდება ექსპორტი და 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის წარმატება სხვა მსხვილ უცხოურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისკენ უბიძგებს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელური კომპანია Elbit Cyclon-ის ერთობლივი ქარხანა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილებს აწარმოებს და ექსპორტზე გაიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები