თემაზე – ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეები და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის კონტროლის სისტემა საქართველოში, პარლამენტში სემინარი გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის „ორგანიზაცია სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფთხოების საკითხებში“ ორგანიზებით, თემაზე – ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეები და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის კონტროლის სისტემა საქართველოში, პარლამენტში სემინარი გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია მიესალმა. მან ხაზი გაუსვა განსახილველი თემის აქტუალობას და საკითხის აქტუალიზებისათვის აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელ წევრ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულებები ეფექტური კონტროლი დააწესოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციასა დაბირთვული და რადიაციული ნივთიერებების ექსპორტზე, შეიმუშაოს შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი განხორციელება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარი ლურსმანაშვილმა სემინარზე საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების რეაგირების მიმართ სამსახურის მიდგომებზე და უწყების მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა. მომხსენებელმა იმ ფუნქციებზე და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სამსახურის კომპეტენციებს განეკუთვნება.

„პირველ რიგში ჩვენი უწყება, ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყებაა. ასევე სამსახურში ფუნქციონირებს სამდივნო, რომელიც ანალიტიკურ და ორგანიზაციულ  მხარდაჭერას უწევს საბჭოს საქმიანობას. ერთ-ერთი მიმართულებაა უკანონო კონტრაბანდასთან ბრძოლა ბირთული და რადიოაქტიური მასალების მიმართულებით. ასევე უწყება უზრუნველყოფს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უსაფრთხოების საქმიანობის პროგრამულ და ტექნიკურ გამართულობას. სამსახურის კომპეტენციაში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, როდესაც საქმე გვაქვს ტექნოლოგიურ ტერორიზმთანაც“, – განაცხადა მარი ლურსმანაშვილმა.

შეხვედრაზე სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა, თამარ პატარაიამ  აუდიტორიას წარუდგინა ანგარიში – ირან-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვასანქციების პოლიტიკის კონტექსტში. მოხსენება წარმოადგინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შორენა ლორთქიფანიძემ. შეხვედრაზე  მონაწილეები სამოქალაქო საბჭოსა და ჟენევის შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრის ერთობლივ ინიციატივას –  ახალი ქართულ ენოვანი ინტერნეტ პლატფორმა„უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა“ გაეცნენ. სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ბირთვული და უსაფრთხოების სააგენტოს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები