„მეზობელმა ჩამოუშვა წყალი და უარს ამბობს აგინაზღაუროთ ზარალი?!“ – მოქალაქეებს შეუძლიათ ფაქტების კონსტატაციის სერვისით ისარგებლონ

აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი – „ფაქტების კონსტატაცია”, მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დააფიქსირონ მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღონ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებენ.
აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიურო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„რა შედეგს გვაძლევს ფაქტების კონსტატაცია?
სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის შემცირება მტკიცების სტადიის ხარჯზე;
სასამართლო დავებისათვის თავის არიდება – ფაქტის შესახებ მტკიცებულების არსებობა და ზიანის ანაზღაურება ბრალეული პირის მიერ;
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერება – საავტორო უფლების დარღვევის მტკიცებულების უმცირეს დროში მოპოვება;
უფლებათა წინასწარგანზრახული დარღვევის პრევენცია.
შენიშვნა: ფაქტების კონსტატაცია არა არის ექსპერტიზა, ის კონცენტრირებულია ფაქტებზე და არა მისი მიზეზების დადგენაზე.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ფაქტების კონსტატაციის სერვისით?
ხართ ბინის ან რაიმე კომერციული ფართის მესაკუთრე და გსურთ თქვენს საკუთრებაში არსებული ფართი გააქირავოთ. თუ გაქირავებამდე გამოიყენებთ ფაქტების კონსტატაციის მომსახურებას, დამქირავებლის მხრიდან თქვენი საკუთრებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სამართლებრივად დაცული იქნებით და ზიანის კომპენსაცია გარანტირებული გექნებათ. აღნიშნული მომსახურება შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომობილების გაქირავების შემთხვევაშიც.
მაგალითად: მეზობელმა ჩამოუშვა წყალი და უარს ამბობს აგინაზღაუროთ ზარალი. თქვენ ახდენთ ფაქტის კონსტატაციას და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ ოქმს იყენებთ სასამართლოში მტკიცებულების სახით. ფაქტების კონსტატაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სამეზობლო დავისას, მაგალითად: საკუთრების დაზიანება, საერთო სარგებლობის კიბით, გზით, სხვენით და ა.შ. სარგებლობაში ხელის შეშლა, ხმაური.
ფაქტების კონსტატაცია შეიძლება გამოიყენოთ: ჩუქების; გაყრის; ქონების გაყოფის; მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის;
შესრულებული სამუშაოს აღწერისთვის: მიიღეთ შეკვეთილი საქონელი, თუმცა ხარისხი, გარეგნობა, თვისობრივი ნიშანი და ა.შ. არ გაკმაყოფილებთ/კონტრაქტს არ შეეფერება. გჭირდებათ დაუყოვნებლივ ნაკლის გამოსწორება ან აპირებთ სასამართლოში სარჩელის შეტანას.
თქვენ ხართ კომპოზიტორი, ან მუსიკოსი და თქვენს სიმღერებს ნებართვის გარეშე ასრულებენ, საფასურს კი არ გიხდიან. დააფიქსირეთ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა და მიიღეთ შესაბამისი ანაზღაურება.
პირატული პროდუქციის (სოფტები, ფილმები, ალბომები) გაყიდვის დაფიქსირება;
თუ არ სრულდება გაყრის პირობები ბავშვების მეორე მშობლისთვის ჩვენებასთან დაკავშირებით;
სტიქიური უბედურების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში, სანამ სახელმწიფოს, მერიის, სადაზღვეო კომპანიის და ა.შ. წარმომადგენლები მოვლენ, აღწერენ და ზარალს შეაფასებენ, თქვენ უკვე გექნებათ დადასტურებული ფაქტი ზარალის შესახებ;
დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვა, – ანუ განსაზღვრულ ვადაში არ დაასრულეს მშენებლობა, არ დაგიმზადეს სასურველი ნივთი და ა.შ.

პროცედურები:
მოქალაქის მიერ ფაქტის დადასტურების თხოვნით მომართვის შემდეგ, აღმასრულებელი ადგილზე აფიქსირებს კონკრეტულ სიტუაციას – ფაქტს; ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ფაქტებს ოქმში, რომელიც თავისუფალია რაიმე შეფასებისაგან; გამოიყენებს ტექნიკურ მოწყობილობებს, როდესაც ეს აუცილებელია და დაურთავს ყველა მიღებულ მასალას ოქმს, რომელიც ამტკიცებს ფაქტის არსებობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.
რა ღირს ფაქტების კონსტატაცია?
ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა სამუშაო საათებში ღირს 100 ლარი;

არასამუშაო საათებში – 150 ლარი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები