ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზაზე ფერმერებისთვის და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ბადრიჯნის და პომიდვრის კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩატარდა. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც მყნობის პროცესში აუცილებელია.

ფერმერებმა და სტუდენტებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ფერმერებისთვის უფასო სასწავლო კურსებს პერიოდულად ატარებენ. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები