შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის უახლეს მექანიზმებზე კონფერენცია გაიმართა

„ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში“, პროფესორ ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის (EASD) დიპლომისშემდგომი განათლების მეორე კურსის ფარგლებში, 200-ზე მეტი ექიმი, მათ შორის 50 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 2 დღის განმავლობაში განიხილავენ მსოფლიო პრობლემას – შაქრიან დიაბეტს.

კონფერენციის გახსნას დღეს თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულია 15 საერთაშორისო დონის მომხსენებელი, რომლებიც 3 დღის განმავლობაში, ქართველ წამყვან სპეციალისტებთან ერთად შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის უახლეს მექანიზმებზე იმსჯელებენ.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, კონფერენციას სამეცნიერო კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისასალმებელია, რომ ამ მასშტაბურ ღონისძიებას თბილისში მდებარე „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი“ მასპინძლობს.

მისივე განცხადებით, გარდა სამეცნიერო მნიშვნელობისა, ღონისძიება პრაქტიკული ღირებულების მქონეა და დელეგატები 3 დღის განმავლობაში მსოფლიო დონის გამოწვევასთან – შაქრიან დიაბეტთან გამკლავების გზებზე იმსჯელებენ.

კონფერენცია დღეს გაიხსნა და 12 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები