გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო პრემიების კომისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს შეხვდა და კონკურსში მონაწილეთა აქტივობა შეაჯამა.
სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, რომლებსაც კომისიისათვის საკუთარი ნამუშევრები უნდა წარედგინათ.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული პრემიების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
“დღეს ვუთხარი მადლობა მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ. პრემიები გაიცემა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნის კვირეულის ფარგლებში.
განსაკუთრებული ყურადღება იქნება საქართველოზე მოპყრობილი ამ დღეებში და სწორედ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში გამორჩეული ადამიანებით წარდგება საქართველო მსოფლიოს წინაშე ამ ზეიმზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროცესი ვადების ფარგლებში მიმდინარეობს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღებოდა 1 მაისის ჩათვლით.
შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისიის შემადგენლობა:
· ნინო გედევანიშვილი – ხელოვნებათმცოდნე, კომისიის თავმჯდო-მარე

· მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

· მანანა კორძაია – მუსიკოსი

· დავით ანდრიაძე – ფილოსოფოსი

· გოგი გვახარია – ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი

· დავით ბუხრიკიძე – ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი

· მანანა დოიჯაშვილი – მუსიკათმცოდნე

· ზურაბ კიკნაძე – ფილოლოგი, პროფესორი

· ზაალ ჩხეიძე – ლიტერატურათმცოდნე

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა:

· ქეთევან ერემაძე – იურისტი, კომისიის თავმჯდომარე

· ალექსანდრე თევზაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

· გიორგი ზვიადაძე – სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე

· გიორგი კვესიტაძე – სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი

· დავით ყოლბაია – ორიენტალისტი

· რომან შაქარიშვილი – ნევროლოგი

· ვახტანგ ლიჩელი – არქეოლოგი

· გიორგი ღაღანიძე – ეკონომისტი

· თემურ ნანეიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები