ადვოკატი: ბრალდებულ ნინო გელაშვილს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ბავშვს მამასთან კავშირი არ აქვს

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი მარინა ფხალაძე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ძალიან მკაცრია.
ბრალდებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილს 5 წლის შვილი ჰყავს და ბავშვს მამასთან არ აქვს კავშირი.
მისივე თქმით, ბრალდებულის შვილს მეურვე არ ჰყავს.
„აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში. აღმკვეთი ღონისძიების გასაჩივრების მიზანი ის არის რომ, ბრალდებულმა ხელი არ შეუშალოს გამოძიებას, არ მიიმალოს და არ მოახდინოს მტკიცებულების განადგურება. ნინო გეგელაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარებინა, ვფიქრობ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, არის ძალიან მკაცრი, იმიტომ, რომ ბრალდებულს ჰყავს 5 წლის შვილი და ბავშვს მამასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა მარინა ფხალაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ბრალდებულ გია იაკობაშვილის ძმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
„ჩემი ნებით წამოვედი სამსახურიდან და სრულიად ვეთანხმები შს სამინისტროს, იმიტომ, რომ მე მათი თანამშრომელი ვიყავი“, – აღნიშნა უკვე ყოფილმა პოლიციელმა იაკობ გოგებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები