შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონისთვის ემზადება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  სარწყავი სეზონის ჩასატარებლად აქტიურად ემზადება. ძირითადი სამელიორაციო სისტემების  რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მელიორაცია დიდ ყურადღებას უთმობს არამარტო აღდგენით სამუშაოებს, არამედ სამელიორაციო სისტემების შემდგომ ექსპლუატაციას. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციებიც“,- აცხადებენ სამინისტროში.

2018 წლის სარწყავი სეზონის წარმატებით ჩასატარებლად  მსოფლიო ბანკმა,   ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მელიორაციას სპეცტექნიკა, რომელიც  აღიჭურვება სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობებით (გენერატორი, შედუღების აპარატი. ელ. მექანიკური ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და ა.შ). აღნიშული ტექნიკის დახმარებით  სამელიორაციო სისტემებზე ავარიის შემთხვევაში, მათ შორის სტაციონარულ და გადასატან სატუმბ სადგურებზე შესაძლებელი გახდება ოპერატიულად განხორციელდეს სარემონტო სამუშოები.

სპეციალური დანიშნულების ტექნიკა საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გადანაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები